25 მაისიდან კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული SkyUp Airlines-ი რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში 10-ჯერ განხორციელდება. 2018 წელს ეს ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways კი ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას, შესრულდება.