ბესელია-ფოფხაძის მიმართვა და გამოხმაურებები

10 აგვისტო 2016, 00:00 3188 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და  პირველი კოლეგიის მოსამართლეების  “ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო კავშირზე  დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს მმართველ გუნდში. ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მიმართეს. წერილში საუბარია, გამოაშკარავებულ დარღვევებზე. ესენია: ოფიციალური სარჩელების შეცვლის შემთხვევები, ზოგიერთი სარჩელის  გამიზნულად  ერთი  და იგივე მოსამართლისთვის განაწილება, პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების გამორჩევა და მათი უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში განხილვა, სუბიექტური მიდგომები სასამართლოს შიგნით და დარღვეული თანაბრობის პრინციპი. ამ საქმეების მონაწილედ 3 მოსამართლე  სახელდება: ვარძელაშვილი, კოპალეიშვილი და ერემაძე. საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკურ  კამპანიად აფასებს გიორგი პაპუაშვილი თავისი გამოხმაურების წერილში დღეს გავრცელებულ განცხადებებს. ის ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ინფორმაციაზე, რომელიც მოსამართლეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებას შეეხება. პაპუაშვილმა მოსამართლეები მოიხსენია, როგორც თავდასხმის ობიექტები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ურთიერთბრალდებები და მესამე სექტორის შეფასება. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი