ბათუმში ორი ავარია ერთდროულად მოხდა 

01 აპრილი 2019, 00:00 10400 ნახვა

ბათუმში, ცოტა ხნის წინ ორი ავარია თითქმის ერთდროულად მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ რკინის ჯებირს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ავარიის დროს არავინ დაშავებულა. 

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა კი, ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში იყო. თავდაპირველად ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი მძღოლი, მესამე ავტომობილს დაეჯახა და დააზიანა. 

ავარიის დროს არავინ დაშავებულა. 

ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მოსახლეობა პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში და მიმდებარე მონაკვეთებზე ''მწოლიარე პოლიციელის'' დამონტაჟებას და შუქნიშნის დადგმას ითხოვს. მოქალაქეებმა რამდენჯერმე აქციაც გამართეს და მერიაში განცხადებაც შეიტანეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი