პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები შემცირებულია - სახალხო დამცველის მონიტორინგი

01 აპრილი 2019, 00:00 1233 ნახვა

პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები შემცირებულია - წერია სახალხო დამცველის 2018 წლის მონიტორინგის შედეგებში, რომელიც დღეს გამოაქვეყნდა. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2018 წელს შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველს დახმარებისთვის მიმართა. 

შემცირებულია ომბუდსმენის აპარატის მიმართვიანობა პროკურატურაზეც. კერძოდ, 2018 წელს, ​ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას 5-ჯერ მიმართა. 

2017 წელს კი, პროკურორებისადმი ​ იგივე მოთხოვნით მიმართვა 10-ჯერ გაიგზავნა. 

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2018 წელს, შემცირდა სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი