მიმდინარე კვირაში ზამთრის სიცივეს გაზაფხულის სითბო შეცვლის

01 აპრილი 2019, 00:00 4103 ნახვა

პარასკევის ჩათვლით საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც ცივი და პერიოდულად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზამთრის კურორტებზე კვლავ ითოვებს, საქართველოს დაბლობსა და ბარში კი იწვიმებს.

5 აპრილამდე, აჭარის სანაპირო კურორტებზე - კვლავ გაგრძელდება პერიოდულად წვიმიანი ამინდი, მაღალ მთაში კი  თოვლი.
ტემპერატურა ბათუმში +11, +13, ზამთრის კურურტებზე +2, +4 გრადუსი იქნება.

ორ აპრილს აჭარაში წვიმიანი ამინდი არის მოსალოდნელი.

• ბათუმში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი.  წვიმა. იქროლებს  დასავლეთის  ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით  +7  დღისით  +12  გრადუსი;

• ქობულეთში კი პერიოდულად ღრუბლიანობის მოიმატებს. წვიმა. იქროლებს  დასავლეთის ძლიერი ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა:ღამით +5  დღისით 11;

• შუახევსა და ხულოში  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.   წვიმა. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: შუახევში  ღამით  +4   დღისით +7; ხულოში კი ღამით   +3  დღისით  +5;

• ქედაში პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება.  წვიმა.  დასავლეთის     ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:    ღამით   +5  დღისით   +8;

გომარდულში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება.  თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით   -2   დღისით    +1;

• გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით   -3   დღისით   -1

შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებას დაიწყებს თბილი ჰაერის მასები, რომელიც უმეტესად უნალექო და თბილ ამინდს განაპირობებს. ჰაერის ტემპერატურა - სანაპირო ზოლში +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში კი +20, +22 გრადუსი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი