ხელვაჩაურში დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

31 მარტი 2019, 00:00 9671 ნახვა

ხელვაჩაურში დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სანადირო თოფიდან გასროლით, საფანტის ტყვიებითაა დაჭრილი.

შემთხვევის ვერსიებზე ახლობლები არ საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი