„არა ქიმიურ ტერმინალს“, „შეწყდეს ქიმიური შეტევა ბათუმზე“, - მორიგი აქცია უცვლელი მოთხოვნებით. საინიციატივო ჯგუფის წევრები და ბათუმის დამცველები ვარდების სკვერში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერისგან იმ დოკუმენტის წარმოდგენა მოითხოვეს,რომელშიც ტერმინალის მშენებლობის შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების სრული ანგარიშია ასახული. აქციაზე იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც შესაძლოა, ქალაქი მინერალური სასუქების გადატვირთვისას დადგეს. ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხელი 12 მარტს მოაწერა.