''ალტერნატიული სივრცეებს არ განვიხილავთ'' - ელექტრომობილების მფლობელებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

29 მარტი 2019, 00:00 1779 ნახვა

საკრებულოს დეპუტატი ნატალია ზოიძე მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეებს ალტერნატიულ სივრცეში გადასვლას და მუშაობის გაგრძელებას სთავაზობდა, თუმცა მოქალაქეებისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

დაახლოებით ორსაათიანი მსჯელობისა და მოლაპარაკების შემდეგ, ელექტრომობილების მფლობელებმა სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ეს შემოთავაზება მათთვის მიუღებელი იყო.

საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და საკრებულოს დეპუტატის შეხვედრა 27 მარტს გამართული აქციების შემდეგ დაიგეგმა. 

ნატალია ზოიძემ დღეს ელექტრომობილების მეპატრონეებს ღიად უთხრა, რომ ბულვარში მათი დაბრუნების საკითხი არ განიხილებოდა. 

" 13 000 ლარი მაქვს ვალი, იმის გამო ავიღე სესხი, რომ ელექტრომობილები მეყიდა და მემუშავა. ახლა რა  გავაკეთო? მხოლოდ მე არ ვარ. ასეთი პრობლემის წინაშე ათობით ადამიანი აღმოვჩნდით'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯემალ სურმანიძე. 

მცირე ბიზნესმენები ხელისუფლებას ისევ 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებას სთხოვენ, რომელიც თავად შეადგინეს და მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვეს. 

რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის საკრებულოს მიმართა.  დეპუტატებმა პროექტს მხარი დაუჭირეს და 1 მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი ამოქმედდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი