ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი იწყება

29 მარტი 2019, 00:00 1542 ნახვა

ახალშენის კულტურის სახლის მესამე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე შესაძლოა 700 ათასი ლარი დაიხარჯოს. კულტურის სახლის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ეს მოთხოვნა დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დააყენა.

გურამ დუმბაძის განმარტებით მშენებლობის პირველ ორ ეტაპზე გარკვეული ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა, რაზეც  ხარვეზების მონიტორინგის მიზნით შექმნილი საბჭოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მესამე ეტაპისთვის პროექტი კერძო კომპანიამ შეიმუშავა,   რაც მათ მომავალში პრობლემებს ააცილებს.  

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით დასამტკიცებლად აუდიტის დასკვნაა საჭირო. დღესვე საკრებულოს სხდომაზე ახალშენის კულტურის სახლისთვის შექმნილი განათების და დეკორაციის ესკიზები წარმოადგინეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი