შსს-ს განმარტება

10 აგვისტო 2016, 00:00 2585 ნახვა

გამოთქმულ ბრალდებებს შსს პასუხობს. უწყებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს შსს კონკრეტული პირის განცხადებას გულგრილად მოეკიდა. უწყების ინფორმაციით, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, პარტნიორებთან ერთად, 2005 წელს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ შორის უთანხმოება მოხდა და ურთიერთობა დაეძაბათ. საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კორპუსის მფლობელად რეზო შავაძის პარტნიორია მითითებული. ის შენობის პირველ სართულზე თვითნებურად შევიდა და ნივთები დაასაწყობა. კანონიერ მფლობელებს ფართი დასჭირდათ, შეატყობინეს  მას  და  ვადა მისცეს ფართის დასაცლელად, თუმცა იგი ამ შეტყობინებას არ გამოხმაურებია. შესაბამისად, კანონიერმა მფლობელებმა სააღსრულებო ბიუროს მიმართეს. ბიუროს ინსპექტორის თანდასწრებით აღიწერა დასაწყობებული ნივთები და ისინი იმავე შენობის მეორე სართულზე გადაიტანეს. სწორედ ამ ფაქტზე შეიტანა რამაზ შავაძემ განცხადება პოლიციაში, თითქოს გაქურდეს. პოლიციამ  წინასაგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, გამოიკითხა ყველა მხარე, მათ შორის, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი და დადგინდა, რომ ეს თემა სამოქალაქო დავის საგანია - განმარტავენ შსს_ში.

ამავე კატეგორიაში