დამატებით 27 სკოლაში მანდატური იმუშავებს

28 მარტი 2019, 00:00 1410 ნახვა

სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დღეიდან, მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება, მათ შორის აჭარაში.

ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და  ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს. ინფორმაცია მანდატურის სამსახურმა მოგვაწოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი