მამუკა ბახტაძე მინისტრის სახლის ქურდობაზე: ''ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პირები''

28 მარტი 2019, 00:00 1313 ნახვა

"ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პირები," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტს ეხებოდა. 

ჟურნალისტი: შს სამინისტრო ეკონომიკის მინისტრის გაქურდვის ფაქტს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით ეს სიმართლე აღმოჩნდა. ამაზე გვაინტერესებს თქვენი შეფასება, კრიმინალის რა ეტაპზე მიუთითებს ეს ფაქტი, როცა ქურდავენ ეკონომიკის მინისტრის სახლს და შემდეგ უკვე დამალულ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ეს მიზანმიმართულად ხდება თუ რა შემთხვევაა? 

პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტის ეს კითხვა შეფასებად მიიჩნია და არა კითხვად. ''შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია საჯაროა. თუ იმას მეკითხებით, რომ რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი? ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პირები. ასეთი რაღაც ყველგან შეიძლება მოხდეს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი