ე. წ "ოცნების ქალაქში " მოსახლეობა ელექტრო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ ტრანსფორმატორი და მრიცხველები კუსტარულადაა მიერთებული, რის გამოც მათ ყოველთვიურად დამატებითი თანხების გადახდა უწევთ. ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია მათ კომპანიის კეთილი ნების მიხედვით მიეწოდება.
აქ ამბობენ, რომ დასახლებაში სადენების ტექნიკური შემოწმება ინტენსიურად ხდება, თუმცა ბოლო ვიზიტისას მათი წარმომადგენლები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა არ შეუშვეს. ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელმა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.