ექიმმა უფლებამოსილება ოჯახის პროტესტის შემდეგ შეიჩერა

24 მარტი 2019, 00:00 5005 ნახვა

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აქციებს ექსპერტიზის დასკვნამდე შეწყვეტენ. გუშინ  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გაიმართა, ოჯახმა მოგვიანებით ბაგრატიონის ქუჩაზე წრიული გადაკეტა, გვიან ღამით კი ცენტრალური მაგისტრალი.  ისინი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ქალის მკურნალ ექიმს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

ოჯახის წევრების თქმით მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობასა და არაკვალიფიციურობას შეეწირა.  დაღუპული ოთხი დღის წინ „მედცენტრში“ მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით მიიყვანეს, სადაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის მტკიცებით ქირურგიული ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.ვინაიდან, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე  არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი