ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს

23 მარტი 2019, 00:00 1533 ნახვა

დღეს ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსოვნის დღეა.   98 წლის წინ გარდაცვლილებს ქართველ მებრძოლთა სკვერში პატივი მიაგეს და ჯვარი ყვავილებით შეამკეს.

1921 წლის 18-21 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უცხოეთში ემიგრაციის შემდეგ დემობილიზებული ქართული არმიის ნაწილებმა, ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოხალისეებთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით უცხოელი ინტერვენტები დაამარცხეს. ამ გამარჯვების წყალობით სადავო ტერიტორიული საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი