შეხვედრა მოსახლეობასთან

23 მარტი 2019, 00:00 1169 ნახვა

სოფელ აქუცის მრავალფუნქციული სახლის რეაბილიტაცია   ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლის   მოგვარებაც    მოითხოვა   მოსახლეობამ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  აჭარის  ფინანსთა  მინისტრთან შეხვედრაზე. შენობის რემონტისთვის 12 ათასი ლარი  იყო გათვალისწინებული, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.  რეაბილიტაციის დასასრულებლად ჯაბა ფუტკარაძე  მათ თანხის დამატებას დაჰპირდა. 

შეხვედრაზე სხვა პრობლემებიც დაისვა. მათ შორის: სეტყვით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი, აქუცის სკოლის ეზოს კეთილმოწყობა,   სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.       

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი