ახლობლები ექიმებს 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

22 მარტი 2019, 00:00 12969 ნახვა

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.  გარდაცვლილის დედის ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს.

მეორე დღეს კი მდგომარეობა გამწვავდა და კლინიკა "მედცენტრში" შეიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა. მათი თქმით, მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა. ისინი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებენ.  ამბობენ, ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რასაც მდგომარეობის გამწვავება მოჰყვა.

მედცენტრში ამბობენ, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მედიკოსების რეკომენდაციით ბინაზე გაწერეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი