მამუკა ბახტაძე არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულია

22 მარტი 2019, 00:00 1254 ნახვა

,,ქვეყანაში დანაშაულის   რიცხვმა 54 %-ით მოიმატა“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რასაც მამუკა ბახტაძე   დანაშაულის აღრიცხვიანობის სიზუსტეს უკავშირებს. საუბარია გასული წლის მონაცემებზე.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ  მიუხედავად ამისა,  მკვლელობის მაჩვენებელი არ შეცვლილა  და   შემცირებულია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე  დანაშაულებების სტატისტიკა.

მამუკა ბახტაძე არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება  კატასტროფულია. ისაუბრა, ბოლო 7 წლის განმავლობაში იმ  უწყებებში განხორციელებულ რეფორმებზე , რომლებიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე.

მამუკა ბახტაძემ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ხელისუფლება  კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებელია და ეფექტურად მუშაობს ამ მხრივ, თან ისე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის  სტანდარტი შენარჩუნებულია. მამუკა ბახტაძე პარლამენტში ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესის ფარგლებში დაიბარა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი