ე.წ. ''ლუჟკოვის'' სახლის ნაცვლად სამი ცათამბჯენის პროექტი-საჯარო შეხვედრა

20 მარტი 2019, 00:00 2045 ნახვა

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტის შესახებ, ბათუმის მერიისა და კომპანია ''ალიანს სიტის'' წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს დღეს მერიაში შეხვდებიან. 

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტს საზოგადოებას გააცნობენ და განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ მოსაზრებებს მოისმენენ. 

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საჯარო განხილვის დროს ახალი თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აშენდება. ერთი შენობა 50-სართულიანი, ხოლო ორი 40-45-სართულამდე სიმაღლის იქნება.

''აღნიშნულ ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. განაშენიანების რეგულირების გეგმა გამოქვეყნებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე www.batumi.ge. (5 მარტი, 2019 წ. - განკარგულება N22 „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“). ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს განაშენიანების რეგულირების გეგმას და წარმოადგინოს მოსაზრებები. საჯარო განხილვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება'' - წერია განცხადებაში. 

ბათუმის სანაპირო ზოლში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. მერიამ რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე არსებულ ტერიტორიას, საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით შეუცვალა. 

ე.წ. ლუჟკოვის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ ალსან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო, მშენებლობა ზღვისპირზე დასრულებული იყო, თუმცა იგი წლებია უ​ფუნქციოა და სამშენებლო ჯებირებით არის შემოსაზღვრული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი