მოქალაქეები აჭარის მთავრობასთან ელექტრომობილებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ 

20 მარტი 2019, 00:00 2355 ნახვა

''ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს?'', ''გთხოვთ გვიშუამდგომლოთ საკრებულოსთან'', ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები, შვილები და ბანკის ვალებია'', ''არ ვართ ცვლილებების წინააღმდეგი, მაგრამ ყველა ცვლილება უნდა იყოს ხალხზე მორგებული'' - აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით მივიდნენ.

ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და დახმარებას თორნიკე რიჟვაძეს სთხოვენ. 

ამბობენ, რომ ცვლილებებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებენ. 

ითხოვენ ტურისტულ სეზონზე ბულვარში მუშაობის უფლება დართონ, სანაცვლოდ კი ისინი შემცირებული ელექტრომობილებითა და გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით იმუშავებენ. ასევე დაარეგულირებენ სიჩქარესაც. 

მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეები გუშინ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც შეხვდნენ. ირაკლი ჯინჭარაძემ მათ განუმარტა, რომ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. 

 ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი 1 მაისიდან ამოქმედდება. ბულვარის ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი