ზვიად კვაჭანტირაძე პირველი კენჭისყრით ვერ გადააყენეს - განმეორებით კენჭისყრამდე კი თანამდებობა დატოვა

19 მარტი 2019, 00:00 1418 ნახვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დეპუტატმა, განმეორებით კენჭისყრამდე გააკეთა. ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს, გეგმავდა გადადგომის შესახებ განცხადება კოლეგებისთვის მაგიდაზე დაეხვედრებინა

„როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომლებმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანელეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დღეს, 19 მარტს პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის მოხსნის საკითხი განიხილეს, თუმცა პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. ამისთვის პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, მომხრე კი 67 აღმოჩნდა. გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტეს.

ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი