კვლავ მოუგვარებელი რჩება ავტობაზრობით გამოწვეული დისკომფორტი. გარდა იმისა, რომ პარკირების წესები ირღვევა, ირღვევა კანონიც. ამასთან დარღვეულია იქვე მცხოვრები ადამიანების უფლებები - შაბათი და კვირა გაატარონ მშვიდ გარემოში.
მერიაში ირწმუნებიან, რომ საკითხს მოაგვარებენ, ამ ეტაპზე კი ჯარიმებით შემოიფარგლებიან. დაბრკოლება ამ მიმართულებითაც იქმნება - სამსახური ფაქტობრივად ვერ აუდის გასაყიდად დატოვებული მანქანების მძღოლების დაჯარიმებას და არასწორი დგომის გამო, ტრანსპორტის ევაკუირებას.