კრიმინალის ზრდის დიდი წილი ქურდობაზე მოდის - ნათია მეზვრიშვილი

18 მარტი 2019, 00:00 1280 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დანაშაულის ზრდის 80% საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებზე მოდის, ძირითადად კი ეს არის ქურდობა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულის აღრიცხვიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რაც შეეხება სტატისტიკას, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ უწყებისთვის მხოლოდ ციფრები მნიშვნელოვანი არ არის.

''კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხს ვანიჭებთ და იმას, სამინისტრო რა ფორმით და როგორ რეაგირებს დანაშაულის თითოეულ ფაქტზე. როდესაც სტატისტიკურ მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა შევადაროთ 2019 წლის მონაცემი 2018 წლის მონაცემს. თუ ამას გავაკეთებთ დავინახავთ, რომ სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია.  რაც შეეხება ცალკე აღებულ დანაშაულებს, ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი. სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი ხშირად გვიწევს, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მედიაც, საზოგადოების წევრებიც და პოლიტიკური პარტიებიც ისევ ციფრების თემას უბრუნდებიან, რაც სწორი არ არის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მათ შორის მკვლელობის, ყაჩაღობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარე საქმეები შემცირებულია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი