ჯემალ ჩიჩუას ვარსკვლავი გაიხსნა

17 მარტი 2019, 00:00 2475 ნახვა

 ანსამბლ ‘’არსიანის” შენობის წინ, ვარსკვლავურ ხეივანს რიგით მეოთხე ვარსკვლავი შეემატა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამსახურებული არტისტის, ქორეოგრაფის, საპატიო ბათუმელის ჯემალ ჩიჩუას ვარსკვლავი გაიხსნა.

ის ათეულობით წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ანსამბლ არსიანში, ამჟამად კი არის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის თავმჯდომარე. ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა ანსამბლის ოთხი ვეტერანი მოცეკვავე. გაიმართა კონცერტიც, მაყურებლის წინაშე ანსამბლი “არსიანი” წარსდგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი