ფედერალურ უწყებებში არაადგილობრივი კადრების დანიშვნას აპროტესეტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რაულ თავართქილაძე. ოპოზიციის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ დაახლოებით 100-მდე პოზიციაზე დედაქალაქიდან ჩამოყვანილი პირებია დასაქმებული. თავართქილაძე რეაგირებისთვის შსს და პრემიერ მინისტრებს მიმართავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            