უფასო სამედიცინო გამოკვლევები გონიოსა და ხელვაჩაურში

16 მარტი 2019, 00:00 2636 ნახვა

უფასო სამედიცინო გამოკვლევები - უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის ეგიდით გონიოს ამბულატორიაში მსურველებს    კონსულტაციები  უტარდებათ. სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მსურველებს  ბათუმის პირველი პოლიკლინიკის  ექიმები უწევენ, აქციაში სხვადასხვა მიმართულების ათი მედიკოსია ჩართული. ანალოგიური აქციაა დაგეგმილი ქედაშიც

დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება  მედინაში, კონსულტაციებს  თბილისიდან,  "ნიუ ვიჟენ -ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან, მოწვეული მედიკოსები ატარებენ.  მსურველებს კონსულტაციები და გამოკვლევები ონკოლოგიის, ოფთალმოლოგიისა და ქირურგიის მიმართულებით შეუძლიათ მიიღონ, როგორც  მედინაში აცხადებენ მოქალაქეთა დაინტერესება მაღალია და მსგავსი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი