„არტ- ხელოვნება“ ბსუ-ს სტუდენტების სპექტაკლი

16 მარტი 2019, 00:00 1408 ნახვა

მეგობრებს შორის გაუცხოების, ჭეშმარიტების ძიების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აღქმის პრობლემა- ეს, ერთმოქმედებიანი სპექტაკლ „არტ ხელოვნება“- მთავარი სათქმელია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა „თეტრონმა „ პრემიერა გამართა.

ფრანგი დრამატურგის იასმინა რისეს პიესის მიხედვით ტრაგიკომედიური ჟანრის პიესა უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა: დათო შაინიძემ, ლევან გორგილაძემ და თორნიკე ტარიელაძემ ითამაშეს. სპექტაკლის რეჟისორი როინ დვალია. „არტ ხელოვნება“ პირველად საქართველოში რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 1999 წლის 2 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი