საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა. განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და რეფორმები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ეხება.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ტოკიოში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.