სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

15 მარტი 2019, 00:00 1029 ნახვა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ 12 ქართველის ცხედარს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
 

იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი,  ერთი მოხალისე და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა. 12 ცხედარს შორის ერთი მოხალისე  ქალია.  როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ ამ ეტაპზე, 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული სულ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 163 პირი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი