ბათუმის მერიის აიპების აუდიტის მასალები პროკურატურას გადაეგზავნა

13 მარტი 2019, 00:00 1613 ნახვა

აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის მონიტორის შედეგები საქართველოს პროკურატურაში გადააგზავნა. საგამოძიებო მოქმედებები იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ დოკუმენტების შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება. სავარაუდოდ ყურადღების ქვეშ მოექცევა ა(ა)იპი სასაფლაოები, რომელმაც 2017 წელს განახორციელა  ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მონიტორების შეფასებით კი 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.

დოკუმენტში დასახელებულ სხვა პროექტებთან კავშირში ნახსენებია სიტყვები თაღლითური რისკები, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა და სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიებზე მისადაგება - საუბარია გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდზე, რომელიც დღეს სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. რას ამბობენ ის თანამშრომლები, რომლებიც ახლაც მუშაობენ მერიაში, ან ისინი ვინც ამ პროექტების სამართალმემკვიდრეები არიან. თეონა ხარაბაძე არკვევდა.

ამ სიუჟეტში საუბარი იყო ბიუჯეტის მონიტორინგზე, რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, შესაბამისობის ანგარიშს აუდიტის სამსახური, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი