საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას შეხვდა, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა.სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო. საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია.