ბათუმის ბულვარში, იაპონურ ბაღში წითელ ნეკერჩხლებს რგავენ. ტერიტორიაზე იაპონური ჯიშის წითელი ნეკერჩხლის 10 ძირი დაირგო.
ბაღში, ასევე დაირგვება იაპონური ტყემლის ხეები, კედრის მტირალა ფორმის მცენარეები, სოფორები და უთხოვარის ჯიშის ხე-მცენარეები - ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 70 ძირამდე ხე-მცენარის შესყიდვაზე 20 000 ლარი დაიხარჯა. ნეკერჩხალი, უკვე აპრილის თვეში გამოიღებს წითელ ფოთლებს.