პოლიციელს მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

12 მარტი 2019, 00:00 2749 ნახვა

მოსამართლემ მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს  20 წელი მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა  გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. ტაკიძის ახლობლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლეს გუშინ, 11 მარტს უნდა გამოეცხადებინა. სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლებმა პროცესზე ბრალდებულის ნათესავების გამოჩენა გააპროტესტეს. ხმაურის შემდეგ, მანდატურებმა ჯერ ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს დაატოვებინეს დარბაზი და შემდეგ გამოაცხადეს შესვენება. სათათბიროდ გასულმა გიორგი გრატიაშვილმა განაჩენის გამოცხადება ერთი დღით გადადო. 

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს იმ დროს მოკლეს, როცა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელს დანა ზურგში ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი