“კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანმა ახალი პარტია დააფუძნა

10 მარტი 2019, 00:00 1684 ნახვა

„კანონი და სამართალი“ - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომლის დამაარსებელი პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანია. დამფუძნებელთა შორის ასევე არიან: უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი და ირაკლი ღლონტი. ყრილობას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.

თაკო ჩარკვიანის თქმით, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს. ის წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდსაც გამოეხმაურა, მისი განცხადებით  ცხრა წლის მანძილზე უდიდესი სისასტიკეები იყო ჩადენილი, მაგრამ ეს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად. პარტია „კანონი და სამართალი“ პრო ევროპული ორიენტაციის პარტიებთან გეგმავს თანამშრომლობას.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი