„ბათუმის ნავთობტერმინალის“ დირექტორი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას უარყოფს

09 მარტი 2019, 00:00 1317 ნახვა

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდის. ბიზნესმენი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მყოფ კომპანიების ჩამონათვალში მათი კომპანიაცაა დასახელებული.მურატ ჯიმადილაევის განცხადებით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ,  იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე მტკიცებით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ.როგორც ფადი ასლის განცხადებაშია აღნიშნული, ჩამონათვალი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და მას დამატებით წნეხის ქვეშ მყოფი კომპანიების ჩამოთვლა შეუძლია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი