რა გეგმები აქვს ბათუმის გამწვანების სამსახურს?

09 მარტი 2019, 00:00 1765 ნახვა

ბათუმში 2 თვეში 1 მილიონ 300 ათასი  ყვავილის  შემოტანა  იგეგმება , 28  სახეობის მცენარის თესლის შესაძენად  100 000 ლარია გამოყოფილი.  ყვავილების ჩითილებს გამწვანების სამსახურის სასათბურე მეურნეობაში გამოიყვანენ, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განაწილდება.

პირველად გამოცხადებული  ასი ათას ლარიანი ტენდერი  არ შედგა, რის გამოც  ელექტრონული ტენდერი ხელახლა უნდა გამოცხადდეს. გამწვანების სამსახურის უფროსის თქმით მიმდინარე სეზონზე ცენტრალურ პარკში  საკურას ხეებით  სიყვარულის  ხეივანიც უნდა გაშენდეს.  ბოლო 3 თვის განმავლობაში ბათუმში 4000 -ზე მეტი ხე -მცენარე დარგეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი