ტურნირი მშვილდოსნობაში

09 მარტი 2019, 00:00 1060 ნახვა

ამ წუთებში  მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი  იწყება ანგისის სასროლეთში. გათამაშებაში  32 სპორტსმენი იასპარეზებს. პარა სპორტსმენებიდან მხოლოდ ბათუმელი ზვიად ბოლქვაძე იბრძოლებს.  მეორე ეტაპი მარნეულში, ხოლო მესამე თბილისში გაიმართება.

ტურნირის დასრულების შემდეგ  ნაკრები 3-7 აპრილს თურქეთში ქახრამან ბაგატირის ტურნირზე გაემგზავრება, შემდეგ კი ბუქარესტში,  ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც ევროპის თამაშების ლიცენზიები თამაშდება. ცნობისთვის,  საქართველოს ნაკრებს ერთი ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი