„ქართული ოცნების“ წევრების შეკრება ბათუმში

08 მარტი 2019, 00:00 4294 ნახვა

„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს ეძებს - „პარტიის კარი ღიაა“ - ამბობს პარლამენტარი არჩილ ხაბაძე. აქამდე გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ 2020 წლის არჩევნებისთვის შეიცვლებიან როგორც ლიდერები, ისე პარტიული სახეები რეგიონებში. კონკრეტულ დეტალებზე ბათუმში არ საუბრობენ. ამბობენ, რომ განახლება და გაჯანსაღება პარტიული ცხოვრების თანმხლები პროცესია და ამაში ახალი არაფერია. პარტიული შეხვედრა დღეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ საზოგადოების დაკვეთაზე საუბრობენ და საპრეზიდენტო არჩევნებისას ნასწავლ გაკვეთილს ახსენებენ.

ამბობენ, რომ იყვნენ მოდუნებული და ახლა უნდა გააქტიურდნენ. არჩილ ხაბაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ფუნქციებზეც გვიპასუხა და თქვა, რომ იგი სავარაუდოდ ცენტრსა და რეგიონებს შორის კომუნიკაციას ჩაუდგება სათავეში. კომუნიკაციას, რომელიც სავარაუდოდ პარტიამ ბოლო პერიოდში დაკარგა.მმართველი გუნდი აჭარაში ხულოს მერის არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც მაისში ჩატარდება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით კანდიდატი მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი იქნება.  ვახტანგ ბერიძემ გოჩა მელაძე, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვეში ჩაანაცვლა. ოფიციალური ინფორმაციით, ხულოს არჩეული მერი საკუთარი სურვილით გადადგა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი