აჭარა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე

08 მარტი 2019, 00:00 1123 ნახვა

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ბერლინში ეცნობიან.  ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანიაა  წარმოდგენილი, მას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს.

საქართველოს სტენდი გამოფენაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ბერლინის მერთან და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი