თანამედროვე ხელოვნების გამოფენა

08 სექტემბერი 2025, 19:52 171 ნახვა

„ხალხური რეწვა და თანამედროვეობა“-  ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებისა და პედაგოგების  ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა .

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც ხალხური რეწვის, ასევე ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენილია ძირითადად მოსწავლეთა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები ,რომლებიც მოიცავს თექას, ხის ნაკეთობებს, კერამიკას,მინანქარს, მინისა და ნაქსოვ ნამუშევრებს ,ასევე ხალიჩებსა და გობელენს. 

მსურველებს გამოფენის ნახვა 22 სექტემბრამდე შეუძლიათ.     

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი