რას ნიშნავს რეკრუტირება და ვინ ეძებს ახალ სახეებს ქართულ ოცნებაში - პრემიერ მინისტრის განმარტება

08 მარტი 2019, 00:00 5554 ნახვა

რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნებაში" განახლება და ახალი სახეების აღმოჩენის პროცესი მიმდინარეობს?  რას ნიშნავს სიტყვა რეკრუტირება პარტიაში? რამდენად სწორია, რომ ახალ ლიდერების მოძიებისთვის მმართველმა გუნდმა უცხოური კომპანია დაიქირავა? - ჟურნალისტებმა კითხვები საქართველოს პრემიერ მინისტრს ბრიფინგზე დაუსვეს. 

პრემიერი ამბობს, რომ პარტიაში განახლების პროცესი სისტემატიურად მიმდინარეობდა და ამ საქმით მისი ორი მეგობარი და მთავრობაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძრვანელი სოზარ სუბარია დაკავებული.

"პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს განახლება, ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა. მათ შორის, რამდენიმე ჩემი მეგობარია დაკავებული ამ საქმით, სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, ამას ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა ეს პროცესი სისტემატიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჩვენ პარტიაში" - განაცხადა ბახტაძემ.

ამავე კატეგორიაში