საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში

07 მარტი 2019, 00:00 1161 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში.

ხარეებმა რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ლიეტუვას პრემიერ-მინისტრს და სეიმის თავმჯდომარეს, ვიზიტი ხვალ დასრულდება.  

ამავე კატეგორიაში