ავტომანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

07 მარტი 2019, 00:00 6588 ნახვა

ბათუმში, მოსკოვისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 ავტოავარიის დროს ერთი მანქანა ტროტუარზე გადავიდა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოქალაქე დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი