რა კითხვები აქვთ დეპუტატებს პრეზიდენტთან და რაზე გაამახვილებენ ისინი ყურადღებას.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვაა. რეგლამენტის მიხედვით მოხსენების შემდეგ 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.
გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სრული შემადგენლობა დაესწრება. ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წვერები.