კობიაშვილი ბათუმის “დინამოს" ბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

07 აგვისტო 2016, 00:00 3724 ნახვა

ბათუმის "დინამოს" ბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მან სპორტული ბაზა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან და  გენერალურ მდივანთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ლევან კობიაშვილს აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ირაკლი თოთლაძემ სტუმრები სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასაც შეახვედრა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ბაზის მშენებლობის პროცესთან ერთად საწვრთნელი ბაზის დასრულების ვადებითაც დაინტერესდნენ. "დინამოს", თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სავარჯიშო ცენტრი მომავალი წლიდან ექნება.

ამავე კატეგორიაში