„მინდა ის უძველესი ისტორიული ურთიერთობები რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს ეს კიდევ მეტად გახდეს სამეცნიერო ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, საერთო ისტორია გვაქვს უდიდესი“ - ეს სიტყვები სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დონის როსტოვის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას თქვა.
ხიჭაურის უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს გულისხმობს. შეხვედრის ამსახველ ვიდეო -მასალა სხალთის ეპარქიის ვებ გვერდზეა განთავსებული.