ეროვნული ბანკი -''არასწორია, „შანტაჟად“ შეფასდეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება''

04 მარტი 2019, 00:00 1518 ნახვა

"არასწორია, „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა" - ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებით ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძემ თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი, მას და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდნენ.

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში,  მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია „შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ ასევე უთხრა პარლამენტის წევრებს, რომ  ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნებს უნდობლობას უცხადებს. 

პარლამენტში წევრებმა სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლა მოითხოვეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი