ახლა კი ქართული ტრადიციების, ენის და ზოგადად - ქართული სულის ქომაგებს გაგაცნობთ ბაძგირეთიდან. ეს არის სოფელი თურქეთში, სადაც ახლა ქართულის შენარჩუნებას ცდილობენ.
დავიწყებისგან დასაცავად მშობლიური ენის პირველი მასწავლებლის როლს აქ ოჯახები ასრულებენ. სხვა ერებთან ერთად ცხოვრობენ ჰარმონიულად და ურთიერთპატივისცემით, მთავარი საზრუნავი კი საზღვრით გაჩეხილი ისტორიის ცნობიერებაში გაერთიანებაა.