საინიციატივო ჯგუფის ბრალდება და მერიის პასუხი

28 თებერვალი 2019, 00:00 1725 ნახვა

„ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს ისმენს და ითვალისწინებს, არის ფარსი“ - ასე გამოეხმაურა „დაიცავი ძველი ბათუმი“ მერიიდან მიღებულ პასუხს.

მერს მოქალაქეებმა წერილით 5 თებერვალს მიმართეს, რომლითაც კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან თავის შეკავებასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდნენ. მერიამ კი მოქალაქეებს 20-დღიანი დაგვიანებით უპასუხა და თან არა მერმა, არამედ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა. „პასუხმა გვაფიქრებინა, რომ სამსახურის უფროსს ბატონ მეტრეველს ან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან უკიდურესად წერენ ფეისბუქში მოძრაობის წევრები. მირიან მეტრეველის მიერ ხელმოწერილ წერილში წერია რომ მოქალაქეებს, როგორც დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ წარადგინონ მოსაზრებები.

მოძრაობის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ასე მერია დასაბუთებულის დასაბუთებას სთხოვს, დრო გაჰყავს, ამასობაში კი დოკუმენტაცია ე.წ ზონალურ საბჭოზე დასამტკიცებლად უკვე წარადგინეს. მოქალაქეებს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ წერილში დეტალურად იყო ახსნილი თუ რა ეტაპზეა ბაქოს ქუჩაზე კარბამიდის გადასაზიდი ტერმინალის მშენებლობის პროექტი  და  წერილში  ცინიკური არაფერი ყოფილა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი