საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა და 100 000 მოსახლეზე საშუალოდ, 70-75-ის ფარგლებში ფიქსირდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმზე განაცხადა.
ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა. ფორუმზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შიდსის ცენტრი ორ წელიწადში აშენდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, შიდსის ცენტრის პროექტირებაზე ინტერესთა გამოკითხვა დასრულდა.